вторник, 15 июля 2014 г.

მერვე დღე.დავასრულეთ პროცედურები და ბლოგზე შევქმენით ფეიჯები :)

понедельник, 14 июля 2014 г.

მეშვიდე დღე


შევქმენი დამხმარე სკაფოლდინგი და შეფასების  ფურცელი, დავაკომენტარეთ სხვის ბლოგებზე

четверг, 10 июля 2014 г.

დღე მეხუთე
შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი, რომ შევაფასო მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი, მათ შორის არასრულყოფილად შესრულებულიც, გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას და ამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტის შექმნას  

воскресенье, 2 февраля 2014 г.

 შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
მომდევნო აქტივობაში თქვენ შექმნით ერთ-ერთი მიზნის შესაბამის შეფასების ფორმას - მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. შეფასება დაგეხმარებათ, გაიგოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოავლინოთ თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. აღნიშნულ შეფასების ფორმაში შეგიძლიათ შეიტანოთ ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. შეფასების შემდეგ, თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ შეცვალოთ სასწავლო მიზნები, განავრცოთ ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შეიმუშაოთ დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ნაბიჯი 1: მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა
მოიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეების საჭიროებების განსასაზღვრად:
1. გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს მოსწავლეთა მზაობის შეფასების სტრატეგიებთან დაკავშირებით.
2. გადახედეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის შედგენილ შეფასების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
3. სურვილისამებრ, ჩაიწერეთ დამატებით იდეები შეფასების ფორმების შედგენისთვის.
არჩევითი რესურსები:
იხილეთ ინტელის® საგანმანათლებლო რესურსი ეფექტური პროექტების დაგეგმვა და მიიღეთ ინფორმაცია მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენის სტრატეგიებზე