შევქმენით კითხვარი ინტერვიუსთვის
среда, 16 июля 2014 г.
понедельник, 14 июля 2014 г.
четверг, 10 июля 2014 г.
суббота, 8 февраля 2014 г.
воскресенье, 2 февраля 2014 г.
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
მომდევნო აქტივობაში თქვენ შექმნით ერთ-ერთი მიზნის შესაბამის შეფასების ფორმას - მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. შეფასება დაგეხმარებათ, გაიგოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოავლინოთ თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. აღნიშნულ შეფასების ფორმაში შეგიძლიათ შეიტანოთ ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. შეფასების შემდეგ, თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ შეცვალოთ სასწავლო მიზნები, განავრცოთ ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შეიმუშაოთ დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
- ტექსტური რედაქტორის სარგებლიანობის გააზრება.
- შეფასების ფორმების შექმნა. წინასწარი შეფასების განხორციელების შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თქვენ შეძლებთ ამოცანების შეცვლას, ინსტრუქციების ან საპრეზენტაციო მასალების გავრცობას, ან დიფერენცირებული აქტივობების დაგეგმვას მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ნაბიჯი 1: მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა
მოიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეების საჭიროებების განსასაზღვრად:
1. გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს მოსწავლეთა მზაობის შეფასების სტრატეგიებთან დაკავშირებით.
2. გადახედეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის შედგენილ შეფასების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
3. სურვილისამებრ, ჩაიწერეთ დამატებით იდეები შეფასების ფორმების შედგენისთვის.
არჩევითი რესურსები:
იხილეთ ინტელის® საგანმანათლებლო რესურსი ეფექტური პროექტების დაგეგმვა და მიიღეთ ინფორმაცია მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენის სტრატეგიებზე
суббота, 1 февраля 2014 г.
დღე მესამე
დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა
ამ მოდულში თქვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას დაიწყებთ. პირველ რიგში, გამოავლენთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. მათზე დაყრდნობით დაისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოყოფთ მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შეადგენთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზს და განსაზღვრავთ შეფასების ფორმებს, შექმნით შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შეაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
მთავარი კითხვა
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
- როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
- როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?
ამოცანები
- სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
- მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა.
დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგებზე საკუთარი მოსაზრებები .
Подписаться на:
Сообщения (Atom)