суббота, 1 февраля 2014 г.

დღე მესამე

დღეს შევისწავლეთ  სასწავლო პროექტის დაგეგმვა
ამ მოდულში თქვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას დაიწყებთ. პირველ რიგში, გამოავლენთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. მათზე დაყრდნობით დაისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოყოფთ მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შეადგენთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზს და განსაზღვრავთ შეფასების ფორმებს, შექმნით შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შეაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
მთავარი კითხვა
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
  • როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?
ამოცანები
  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა.

დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგებზე საკუთარი მოსაზრებები . 

1 комментарий:

  1. საკმაოდ საინფორმაციო რეფლექსია გაგიკეთებია ქეთევან, მისასალმებელია :)

    ОтветитьУдалить